უნიკოდში ქართულის ასახვის ისტორია

ტერმინი „უნიკოდი“ გაჩნდა 1987 ბოლოს. 1988 წელს მაკის კომპიუტერებზე გაჩნდა პირველი უნიკოდის პროტოტიპი. 1989 პირველი მიტინგი უნიკოდის პრობლემებზე. 1989 უნიკოდზე პირველად დაიწყეს ფიქრი მაიკროსოფტში. 1990 უნიკოდის სტანდარტის პირველი წინასწარი მოხაზულობა. 1991 ჩამოყალიბდა უნიკოდის კონსორციუმი.

საქართველო და ქართული

1988-89 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრს ქართული ლიტერეტურული, ფილოლოგიური და ლინგვისტური მასალების კომპიუტერიზების გამოცდილების შესასწავლად ეწვია ახლა ცნობილი ლინგვისტური ბაზების სპეციალისტი, ხოლო მაშინ ახალგაზრდა მეცნიერი ჟოსტ გიპპერტი ფრანკფურტის უნივერსიტეტიდან.

http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/personal/gippertj.htm

http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/indexe.htm

ჟოსტ გიპპერტს წარვუდგინეთ ქართულის კოდირების იმდროინდელი დე-ფაქტო სტანდარტი — როგორც მას მაშინ ვუწოდებდით – ბპგ-ინფოტექ/აკადემიის (ინფოტექ იყო კოოპერატივი აკადემიაში). იგივე დე-ფექტო სტანდარტი იყო აგრეთვე შემდგომ დიდ ხანს ასახული „ფონტლაბის“ პროგრამაშიც.

ბპგ-ინფოტექ/აკადემიის დე ფაქტო სტანდარტის წყობა იყო წარდგენილი აგრეთვე საბჭოთა კავშირის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სისტემაშიც (უნიკოდზე ჯერ არ იყო ლაპარაკი - მთავარ საკითხად ითვლებოდა ასოთა წყობის სტანდარტის შემუშავება).

ბპგ-ინფოტექ/აკადემიის სტანდარტი მოიცავდა ყველა ქართულ დამწერლობას, ანუ – მთავრულს (მრგვლოვანს), ხუცურს (კუთხოვანს), მედრულის მთავრულსა და მხედრულს.

ბპგ-ინფოტექ/აკადემიის სტანდარტი 1989 წელს მოიცავდა აგრეთვე რეალურ ბიტმაპ ეკრანულ ფონტებს, „ჩამოსატვირთ“ ფონტებს ლაზერის პრინტერისათვის და კლავიატურის ისეთ გაწყობას, რომელსაც დღეს ზოგადად ლათინურს უწოდებენ და შესაბამის დრაივერებს – ეს ყველაფერი DOS-ისთვის (ვინდოუზის არ იყენებდნენ – არსებითად ჯერ არ არსებობდა).

ქართული დამწერლობები ფონტებში ორ ბლოკად იყო – ძველი და ახალი (იმდროინდელ 8 ბიტიან ფონტში სხვაგვარად ვერ ეტეოდა – ორი ფონტი სჭირდებოდა).

ბპგ-ინფოტექ/აკადემიის სტანდარტის მთავარი თავისებურება იყო ასოთა რიგი – ჯერ იყო თანამედროვე ანუ ილიასეული რიგი და მას ბოლოში მოჰყვებოდა მოძველებული.

ანუ — „აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰ“ და მერე მას მოჰყვებოდა „ჱჲჳჴჵჶ“.

ჟოსტ გიპპერტთან ამ წყობაზე შევთანხმდით, რათა ინფორმაციის გაცვლა აგვეწყო – იმ დროს ჩვენ უკვე გვქონდა ვეფხისტყაოსნის, შუშანიკის წამებისა და კიდევ რამდენიმე ისტორიული ტექსტის კომპიუტერიზებული მონაცემთა ბაზა მომზადებული ამ წყობით.

ჟოსტ გიპპერტის მონაწილეობით შემდეგ შეიქმნა პირველი ქართული უნიკოდის შემცველი TTF ფონტიც „TITUS Cyberbit Unicode“ ვინდოუზის სისტემებისათვის.

შემდეგ ჟოსტ გიპპერტი გახდა უნიკოდის ექსპერტი ქართულ ნაწილში და დანერგა უნიკოდში სწორედ ორმხრივ შეთანხმებული ანუ ბპგ-ინფოტექ/აკადემიის სტანდარტის ასოთა რიგი, წყობა — თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიდი წინააღმდეგობა არსებობდა იმ მხრიდან, რომელიც მოითხოვდა დანერგილიყო ასოთა ილიას რეფორმამდელი რიგი. ბოლოს მოხდა შევთანხმება იმაზე, რომ უნიკოდში აისახებოდა ბპგ-ინფოტექ/აკადემიის სტანდარტის რიგი და ცალკე, დამატებით (თუ კი რომელიმე პროგრამული პროდუქტების მწარმოებელი მოინდომებდა) – გაკეთდებოდა ვირტუალური რიგი/წყობა ილიას რეფორმამდელი წყობითაც („ტრადიციული სორტირება“ ახლა ეს ასახულია ვთქვათ ვინდოუზის ყველა პროდუქტში)

სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ, რომ უნიკოდს მიეღო ქართულისათვის ორი ბლოკის გამოყოფის გადაწყვეტილება. ერთის ახალქართულისათვის და მეორესი ძველქართულისათვის და ამაში დამნაშავეა იმდროინდელი ფაქტობრივი ანუ პუტჩისტური ხელისუფლება – რომელმაც ყოველმხრივ ხელი შეგვიშალა.

თითქოს ეს მარტივი და არაპრინციპული საკითხი იყო – მაგრამ ალბათ ყველამ იცით შემდეგ როგორ დანერგეს საქართველოში ეგრეთწოდებულ სოროს-პარლამენტის სტანდარტში უვარგისი წყობა (კახამ თავის დროზე ეს პერიპეტიები გააშუქა რადიო „თავისუფლებაში“).
http://geocities.com/bpgfonts/general-intro.htm

დიდი წვლილი მიუძღვის უნიკოდში ქართულის განვითარებაში აგრეთვე მიხეილ ევერსონს – რომელმაც შექმნა პირველი ქართული უნიკოდ ფონტი მაკ სისტემებისათვის და წამოაყენა რიგი ფასეული თეორიული დამატებითი წინადადება უნიკოდში ქართულის ასახვისათვის.
http://www.evertype.com/

ჟოსტ გიპპერტი და მიხეილ ევერსონი იმსახურებენ იმას, რომ მათი სახელები იცოდეს ყველამ, ვინც კომპიუტერის გაქართულებაზე მუშაობს.

ჟოსტ გიპპერტი ამჟამად აგრეთვე უძღვება დიდ და საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტს „არმაზი“ ფრანკფურტის უნივერსიტეტში:
http://armazi.uni-frankfurt.de/framee.htm


სამართლიანობა მოითხოვს რათა აღვნიშნო, რომ ბპგ პირველი უნიკოდ ფონტების გაკეთება ძლიერ გამიმარტივა ჟოსტ გიპერტის მიერ ნაცნობობით გადმოცემულმა TITUS Cyberbit Unicode ფონტმა (რომელიც მაშინ თავისუფლად ჯერ კიდევ არ ვრცელდებოდა, რადგან ჯერ მხოლოდ გამოცდას გადიოდა) – საიდანაც ავითვისე უნიკოდ დიაპაზონში ქართული ასოების სწორედ ასახვის მეთოდი (ფონტოგრაფერი რომ სწორედ მომერგო).კიდევ – ვინ იცის ისტორიისათვის საინტერესო იყოს ისიც, რომ 1989 წელს ვეფხისტყაოსნისა და შუშანიკის წამების სრულტექსტოვანი ბაზების გამოყენებით (ბაზები შექმნილი იყო 2 ვარიანტში – CDS/ISIS და R:base გამოყენებით – IBM XP და AT პერსონალურ კომპიუტერებზე DOS-ში) ინფორმაციის ცენტრში ჩატარდა ძლიერ დაწვრილებითი და მრავალმხრივი ლინგვოსტატისტიკური ანალიზები (პრაქტიკულად ყველა მეთოდით რომელიც მაშინ არსებობდა) – რომელთა საფუძველზე რამდენიმე პიონერული ხასიათის მეცნიერული სტატია გამოქვეყნდა საქართველოში და საზღვარგარეთ. ამას გარდა შეიქმნა შესანიშნავი ავტომატური მორფოლოგიური პროცესორი R:base-ს საკუთარ DBML ენაზე – რომელიც ბპგ-ინფოტექისთვის დაწერა იმდროინდელმა პროგრამისტმა-ვარსკვლავმა-დიდოსტატმა ნუკრი ველიაშვილმა (ნეტავ ახლა რას შვება?) და რომელიც სენსაცია გახდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე… მერე ყველაფერი ჩაკვდა.

R:base ესაა და დღესაც საკმაოდ პოპულარულია:
http://www.rbase.com/

რაც შეეხება „ფონტლაბს“ მათ ბპგ-ინფოტექ/აკადემიის ანუ „დე-ფაქტო“ სტანდარტი აიღეს ჩვენს მიერ „გოსკომიტეტ პო ნაუკე ი ტეხნიკე“-ში წარდგენილი პროექტიდან – პირადპირ მათთვის ჩვენ არ მიგვიცია…


მეცნიერებათა აკადემიაში 1989 წლიდან არსებობდა ქართულის კომპიუტერიზების ანუ კომპიუტერის გაქართულების გავლენიანი კომისია, რომელსაც მკაცრი კონტროლის ქვეშ ჰქონდა კოდირებების სტანდარტიზება – პირველ რიგში და უწინარეს ყოვლისაკოდირებები.ამ კომისიას სათავეში თვით მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ა.თავხელიძე ედგა, აზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ დარგებს კი ხელმძღვანელობდა აკად. ვიცე-პრეზიდენტი ა.აფაქიძე (მთავარი კონსტრუქტორი ბ.გუგუშვილი).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: