სასტამბო შრიფტების გარნიტურა „ბპგ ნინო“

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“-ს მაგალითები — შეთვალიერება:
http://www.box.com/s/554e91d38d254ac4a627

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“-ს გადატვირთვა:
http://www.box.com/s/53c43b53189849986810

სახელოსნო BPG-InfoTech-მა დაასრულა და გასავრცელებლად დაუშვა უსასყიდლო-უფასო სასტამბო შრიფტების გარნიტურა „ბპგ ნინო“-ს ვერსია 2.1 (2008) – რომელიც ქართული უნივერსალური, საბაზო ტიპოგრაფიული ფონტის (შრიფტის) პროექტის ნაწილია.

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“ არსებითად პირველი ქართული კომპიუტერული შერიფტების ანუ ფონტების ნაკრებია, რომელიც სასტამბო გარნიტურის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. იგი „სანშერი“ ტიპის (მაგ.:„ვენური“, „პარიზული“, „კოლხეთი“, „ჩვეულებრივი“) შრიფტების დასტაა და შეიცავს:

  • სიგანის თვალსაზრისით: ნორმალურ, ვიწრო და განიერ ვარიანტებს
  • სიმუქის თვალსაზრისით: ნორმალურ, ნათელ და მუქ ვარიანტებს
  • „თვალის“ მოყვანილობის თვალსაზრისით: ოვალურსა (ნორმალურს) და მრგვლოვანს

ქაღალდის ხარჯის თვალსარისით გარნიტურა „ბპგ ნინო“ საშუალოდ 15-20%-ით, ხოლო – საღებავის ხარჯით საშუალოდ 10-15% უფრო ეკონომიურია ვიდრე „სანშერი“ ტიპის სხვა ქართული შრიფტები.

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“ ამჟამად შეიცავს მხედრულსა და მთავრულ ასოებს.

ფონტები ისეა განხორციელებული, რომ არ მოითხოვს კერნინგს და საშუალებას იძლევა მიღებული იქნას მაღალხარისხოვანი დახრილი – „იტალიკ“.

ფონტების ვერტიკალური განზომილებები ზუსტად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს (პუქტების, პიკების, კვადრატის თვალსაზრისით).

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“ მუდმივი დახვეწა-გაუმჯობესების მდგომარეობაშია და BPG-InfoTech მოხარული იქნება მიიღოს და გაითვალისწინოს გამომცემლობებისა და სტამბების წინადადებები და შენიშვნები

პატივისცემით, სახელოსნო
BPG-InfoTech
14-მარ-08

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: