ფონტი „ბპგ გლახო 2008“

გადატვირთვა 2008 წლის ვერსიის:
http://www.box.com/s/df097d9e0ba988eb58ae

გადატვირთვა 2009 წლის ვერსიის:
http://www.box.com/s/zendxh97duiatgl1vgxn

ქართული უნიკოდ „ბპგ გლახო“ შეიცავს ASCII და ქართულ უნიკოდს, „ბპგ გლახო არიალი“ კი შეიცავს ვინდოუზის არიალის სრულ ნომენკლატურას. ამ დასტაში წარმოდგენილია ფონტის მერვე ვერსია, 2008 წლისა. „ბპგ გლახო“ სანშერი ტიპის ფონტია და ზომა-წონით არიალის შესაფერისი.

„ბპგ გლახო“ უპირველეს ყოვლისა ეკრანული ფონტია, ანუ მისი გამოყენების მთავარი სფერო კომპიუტერის ეკრანზე ტექსტების გამოსახვაა – უმთავრესად ვებ გვერდები, ელფოსტა და ასე შემდეგ. ამას გარდა ეს ფონტი სავსებით გამოდგება ტიპოგრაფიულ შრიფტად, ანუ ქაღალდზე ბეჭდვისათვის და კომპიუტერულ გრაფიკაში. „ბპგ გლახო“ უფასო ანუ უსასყიდლოა.

„ბპგ გლახოს“ შექმნისას მტკიცედ იქნა დაცული მხედრული დამწერლობის ტრადიციები – საყოველთაოდ დაცულია ასოების „თვალის“ ერთიდაიგივე ზომა – ანუ ასოები „ო, რ, ღ“ ორჯერ განიერია ასოებზე „ა, ი, ე“ – ხოლო „ლ“ კი სამჯერ განიერია. ამდენად ფონტში (განსხვავებით ყველა სხვა ქართული შრიფტისაგან) დაცულია გამჭოლი პროპორციულობა. ასოების მოყვანილობა სრულყოფილი იქნა იმისათვის, რომ მათ შორის მუდმივად ერთნაირი დაშორება იყოს – ეს ფონტი არ საჭიროებს კერნინგს.

„ბპგ გლახო“ შეიცავს მხედრულსა და მხედრულის მთავრულს, რომელიც განლაგებულია უნიკოდის ასომთავრულის ზონაში.

„ბპგ გლახო“ არსებობს TTF და OTF ფორმატებში.

ქართული შრიფტი ფონტი შრიფტები ფონტები უნიკოდი უნიკოდ Georgian font fonts type types Unicode

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: