სასტამბო ფონტი „ბპგ ნინო მედიუმ“

სახელოსნო BPG-InfoTech-მა დაასრულა და გასავრცელებლად დაუშვა უსასყიდლო-უფასო სასტამბო შრიფტი „ბპგ ნინო მედიუმ“ – რომელიც ქართული უნივერსალური, საბაზო ტიპოგრაფიული ფონტის (შრიფტის) პროექტის ნაწილია.

სასტამბო შრიფტი „ბპგ ნინო მედიუმ“ „სანშერი“ ტიპის (მაგ.: „ვენური“, „პარიზული“, „კოლხეთი“, „ჩვეულებრივი“) ზომიერი სიმუქის, წრიული „თვალის“ მქონე შრიფტია (შემჭიდროებულ/ვიწრო ვარიანში – ოვალური „თვალისა“).

გადატვირთვა:
http://www.box.net/shared/3utfapdr6zoythaiogu9

სასტამბო შრიფტი „ბპგ ნინო მედიუმ“ შეიცავს მხედრულსა და მთავრულ ასოებს, ლათინურსა და რუსულს.

ფონტი ისეა განხორციელებული, რომ არ მოითხოვს კერნინგს და საშუალებას იძლევა მიღებული იქნას მაღალხარისხოვანი დახრილი – „იტალიკ“.


სასტამბო ფონტს „ბპგ ნინო მედიუმ“ დაემატა შემჭიდროებილი (ვიწრო) ვარიანტი – “BPG Nino Medium Condenced” (21 ოქტ. 2008).

გადატვირთვა:
http://www.box.net/shared/3xandx6mus9suoayf4ao


BPG-InfoTech მოხარული იქნება მიიღოს და გაითვალისწინოს გამომცემლობებისა და სტამბების წინადადებები და შენიშვნები.

პატივისცემით, სახელოსნო BPG-InfoTech

ქართული შრიფტი ფონტი შრიფტები ფონტები უნიკოდი უნიკოდ Georgian font fonts type types Unicode

2 Responses to სასტამბო ფონტი „ბპგ ნინო მედიუმ“

  1. ავთო says:

    “ფონტი ისეა განხორციელებული, რომ არ მოითხოვს კერნინგს და საშუალებას იძლევა მიღებული იქნას მაღალხარისხოვანი დახრილი – „იტალიკ“.”

    ეს ფრაზა რას ნიშნავს? ე.ი. “იტალიკ” გაკეთებული არ არის? მაგ.: Indesign უარს ამბობს გააკეთოს “ბოლდ” ან “იტალიკ”, თუ ფონტის ფაილში ეს ვარიაციები არ არსებობენ.

    თუ რაღაც არ მესმის?

    • არც „იტალიკი“ და არც „ბოლდი“ ამ ფონტს არ გააჩნია — იგულისხმება, რომ დისპლეის რასტერიზერი საკმაო დონეზე აკეთებს მისგან „სინთეტიურ“ ბოლდსა და იტალიკს…

      …მაშინ Indesign ვერც „სილვაინი“ Sylfaen უნდა მიიღოს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: