პროპორციები – კლასიკური და თანამედროვე

კლასიკური პროპორციები

როდესაც, მეცხრამეტე საუკუნის მესამე მეოთხედში მომრავლდა ქართული ტიპოგრაფიები და გაქანება მიეცა ნაბეჭდი პროდუქციის მასობრივ წარმოებას – დაიწყო და მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსათვის შესანიშნავ წარმატებებს მიაღწია ქართული შრიფტების შემოქმედებამ. სწორედ იმ დროს შეიქმნა არაეთი შესანიშნავი, არსებითად ხელოვნების ნაწარმოები – რომლებსაც ახლაც ფართოდ იყენებენ – მაგალითად შრიფტები „გორდა“ და „გოგებაშვილი“.

იმავდროულად განვითარდა ქართული შრიფტების თეორიაც. იმდროინდელმა ტიპოგრაფისტებმა ქართული მხედრული დამწერლობისათვის გამოიმუშავეს პროპორციების სისტემა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული „ოქროს ჭრილთან“.

ქართული ასოების პროპორციების ჩარჩოებს უწოდებდნენ „პარალელებს“, „წრეებს“ და ითვლებოდა, რომ ქართული ასოები უნდა მორგებოდნენ „ოთხი პარალელს“ ანუ „ოთხი წრის“ ჩარჩოებს (უკვე იმ დროს ლათინური შრიფტების საკმაო ნაწილი გაწყობილი იყო „ორ წრეზე“).

ეს „ოთხი პარალელი“ ანუ „ოთხი წრე“ გამოდის ჩარჩო, რომლის სიმაღლე და სიგანე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 4:1-ს.

ბპგ ფონტებიდან „ოთხი პარალელის“, „ოთხი წრის“ ჩარჩოებში მაქსიმალურად მორგებული ფონტებია:

სასტამბო ფონტი „BPG Classic 2008“ – კლასიკა

„BPG DedaEna Block“ — სასკოლო „დედაენის“ ხელნაწერი შრიფტის ასლი

font_dedaena


გადაიტვირთეთ: სრული დასტა
http://www.box.com/s/312a938e3a846f8e2066

შეათვალიერეთ: PDF დოკუმენტი
http://www.box.com/s/5fbaf68d4d50df626fe2

„BPG DedaEna“

თანამედროვე პროპორციები და ტენდენციები

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან საკმაოდ დიდი მუშაობა წარმოებდა ქართული შრიფტების დასავლური პროპორციების ჩარჩოებში – „ორ წრეში“ ჩასატევად – ეს მუშაობა ასე-თუ ისე დღესაც გრძელდება და ამას უბიძგებს აუცილებლობა ქართული ფონტები აისახოს რიგ საერთაშორისოდ გავრცელებად პოპულარულ „გნუ“ და სხვა ამგვარ ფონტებში (თუმცა ქართული მას მედია კვლავინებურად უმთავრესად „ოთხ პარალელზე“ აგებულ შრიფტებს იყენებს).


ფართოდ გავრცელებული სასტამბო შრიფტები – „ჩვეულებრივი“, „ვენური“, „პარიზული“, „კოლხეთი“

აქვე დართულია სურათი, რომელზე აღვადგინეთ „ოთხი წრის“ ჩარჩო და სადემონსტრაციოდ ამ ჩარჩოში მოვათავსეთ ჩარჩოზე მაქსიმალურად მორგებული თეორიული მაგალითი, ქართული შრიფტების შედევრები – „გოგებაშვილი“ და „გორდა“; და – ბოლოს – ბპგ თანამედროვე ქართული ფონტები მორგებული DejaVu სერიას („ორი წრის“ ჩარჩოზე, ყალიბზე მორგებული).


ტრადიციული: სასწკოლო ხელნაწერი, „გოგებაშილი“, „გორდა“ და ულტრათანამედროვე „DejaVu“

არ შეხვდა რაიმე წარმატება მას მედიაში და დოკუმეტალისტიკაში გამოყენების თვალსაზრისით ფონტს „სილფაენ“ Sylfaen, რომელიც ვინდოუზის სისტემებს მოჰყვება და არსებითად ერთად-ერთი დასავლური წარმოშობის ფონტია.

ცალკე საკითხი და პრობლემაა – რამდენად შეესაბამება (ალბათ „დედა ენაზე“ ყველა აღრდილი დაგვეთანხმება, რომ არ და ვერ შეესაბამება) მხედრული დამწერლობის ბუნებას „ორი წრის“ პროპორციები – მაგრამ, ტექნოლოგიური აუცილებლობა ზოგჯერ უკიდურესობაზე გვიბიძგებს… თავისას მოითხოვს.


გადაიტვირთეთ:
კლასიკური პროპორციების ქართული ფონტის აგების მაგალითი (FLV „ფონტლაბ“-ის ფაილი)
http://www.box.com/s/3e9716ea5ccb37fe6335

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: