საწყისები

ფონტების დიზაინის სკოლის თემები და გაკვეთილები ბპგ-ინფოტექ პროექტების ფარგლებში.

მთავარ ინსტრუმენტად იგულისხმება პროგრამა „ფონტლაბ“-ი, რომლის სახელმძღვანელო-ინსტრუქციები შეგიძლიათ გადაიწეროთ აქედან:
http://www.fontlab.com

სახელმძღვანელოში მოცემული თემებისა და ხერხების ცოდნა სავალდებულოა და მათ ცალკე განხილვას აქ ადგილი არ ექნება.

ზოგადად ქართული ფონტების თეორიაზე:
http://beso.altervista.org/bpgfonts/

უნიკოდის კოდირების სისტემაზე:
http://beso.altervista.org/bpgfonts/general-intro.htm

ქართულის სხვა კოდირებებზე:
http://beso.altervista.org/bpgfonts/general-intro.htm

ქართული მხედრული დამწერლობის გლიფური/ფონტური თეორიის საწყისები (უაღრესად საჭიროა ამათი გაცნობა):
http://beso.altervista.org/bpgfonts/proportions.htm
და
http://beso.altervista.org/bpgfonts/bpg_classic.htm

აქ მითითებული წყაროების ზედმიწევნით ცოდნა საგნის ათვისებისათვის სავალდებულოა.

გადაიწერეთ „ფონტლაბის“ სასწავლო/სამაგალითო ფონტის საწყისი:
https://app.box.com/s/3e9716ea5ccb37fe6335

„ფონტლაბის“ დემო ვერსია შეგიძლიათ გადაიტვირთოთ აქედან >>>


ახალი ფონტის დასაწყებად დაუწკაპუნეთ ფონტლაბის ზედა მენუში File > New.

გამოჩნდება „ფონტის სარკმელი“ – აქ:

  1. შეარჩიეთ Unicode
  2. დაუწკაპუნეთ UN ღილაკს
  3. შეარჩიეთ Georgian

„ფონტის სარკმელში“ გამოჩნდება ფონად ქართული ასოები (მთავრული და მხედრული)

  1. დაუწკაპუნეთ „ფონტის ინფორმაციის“ ღილაკს და გამოჩენილ სარკმელში
  2. შეარჩიეთ Metrics and Dimentions
  3. ჩაწერეთ Font’s UPM is: 2048 (თრუთაიპ ფონტისათვის) ან 1000 (ოფენთაიპ ფონტისათვის)


ფონტის შექმნა იწყება ფონტის ასოების გლობალური პროპორციების დადგენითა და საწყისი თვალსაჩინო პარამეტრების „დაყენებით“ – გვერდითი მეტრიკის (ნახატებზე ვერტიკალური რუხი წყვეტილი წრფეები), ვერტიკალური და ჰორიზონტალური გაიდლაინების (წითელი წრფეები) დაყენებით.

აგრეთვე უნდა განისაზღვროს ასოების ვერტიკალური და ჰორიზონტალური კედლების სისქე და ესეც უდიდესი სიზუსტით უნდა იქნას ასახული გაიდლაინების დაყენებით (როგორც წესი ვერტიკალური კედლები ოდნავ სქელი უნდა იყოს ჰორიზონტალურებთან შედარებით).

გლობალური გაიდლაინების „გამოთრევა“ შეიძლება მარცხენა ან ზემოთა „რულერიდან“ დაჭერილი შიფტითა და მაუსით:

გაიდლაინები უდიდესი სიზუსტით უნდა იქნას დაყენებული! დაუწკაპუნეთ გაიდლაინს მაუსის მარჯვენა ღილაკი და გამოჩენილ მენუში შეარჩიეთ Properties და ჩაუწერეთ ზუსტი პარამეტრები.

ფონტის საწყისი პროპორციებისა და ამ პროპორციების შესაბამისად გლობალური-წითელი „გაიდლაინების“ დაყენების მაგალითები.

ნუ დაიწყებთ ფონტის აგებას, მანამ, სანამ არ გააწყობთ ყველა გაიდლაინებს – ქართულისათვის დაგჭირდებათ სამი „თვალის“ გათვალიწინება ასო „ლ“-სათვის.


ფონტის ზოგადი პროპორციების დადგენისა და გაიდლაინების დაყენების შემდეგ უნდა განისაზღვროს ასოების საწყისი ელემენტები და შეიქმნას მათი ვარიანტები.

ტიპობრივი ელემენტების შექმნა და გამოყენება უზრუნველყოფს ფონტის დიზაინის მაღალ კულტურასა და ასოების არქიტექტურის უნიფიცირებას.

საწყის ელემენტებად გამოყენებული იქნა „საწყისი ოვალები“:

ქვემოთ ნაჩვენებია ზოგიერთი ელემენტი და ბოლოს ელემენტებისაგან თითქმის დაკომპლექტებული „კ“ და „ვ“ ასოები.

საწყისი ელემენტები (მიიღება საწყისი ოვალების „დაჭრით“ და მიტრიალ-მოტრიალებით):

 

საწყისი ელემენტებიდან მიღებული კომბინირებული ელემენტები:

 

საწყისი ელემენტების კომბინირებით მიღებული „თითქმის გამზადებული“ ასოები „კ“ და „ვ“:

 

ყველა საჭირო საწყისი ელემენტის განსაზღვრა და უნიფიკაცია, ყველა საწყისი ელემენტის მაღალხარისხოვანი წინასწარ გამზადება – მაღალხარისხოვანი, ტექნოლოგიური და თანამედროვე ფონტის მიღების საწინდარია !

მიაქციეთ ყურადღება – ფონტის ყველა ასო უნდა შედგებოდეს მხოლოდ წინასწარ გამზადებული ელემენტებისაგან

ზემოთაღნიშნული ხერხებით გამზადებული ფონტი:


გადატვირთვა:
სასტამბო ფონტი „BPG Classic 2008“ – კლასიკა >>>
ფონტის აგების გაკვეთილი >>>

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: