ასომთავრული და ნუსხა-ხუცური ტექსტების მომზადება

ამასთანვე დართულია „ბპგ“ ფონტები, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტის (Unicode) შესაბამისად გააჩნიათ ასომთავრული და ნუსხა-ხუცური, აგრეთვე — მაკროსების დასტა.

გადაიტვირთეთ:
http://www.mediafire.com/?524q0n0c9zmlugw
ან
http://www.box.net/shared/4ao6qty9d23e7lsq5na7


საერთაშორისო სტანდარტის (Unicode) შესაბამისად ასომთავრულითა და ნუსხა-ხუცურით ტექსტის მოსამზადებლად ყველაზე იოლი გზაა „მაიკროსოფტ ვორდის“ მაკროსების გამოყენება. ამ ხერხით შესაძლებელია საწყისი ტექსტის მხედრულით მომზადება და შემდგომ მთელი ტექსტის ან მისი ცალკეული ნაწილების ავტომატური კონვერტირება (გადაკეთება) ასომთავრულსა ან ნუსხა-ხუცურზე.ამისათვის — განზიპეთ დართული ფაილი „Georgian_Scriptures_Converters_2008.zip“ ფოლდრში (საქაღალდეში) რომელსაც იოლად მიაგნებთ.


გახსენით „ვორდი“ და შემდეგ ზედა მენუში:Tools > Macro > Visual Basic Editorგაიხსნება ახალი დაფა — აქ ზედა მენუში…

მარცხნივ მონიშნეთ „Normal“ და შემდგომ:

File > Import File…

იპოვეთ გამოგზავნილი ფაილი „Georgian_Scriptures_Converters_2008.bas“, მონიშნეთ და OK. დახურეთ დაფა.


ამის შემდგომ ქართული ტექსტი შეგიძლიათ მოამზადოთ ჩვეულებრივად — ხოლო მონაკვეთი (ან ტექსტი მთლიანად), რომელიც გნებავთ იყოს ასომთავრულით ან ნუსხა-ხუცურით — მონიშნეთ და შემდეგ:Tools > Macro, გამოჩნდება ახალი დაფა მაკროსების ჩამონათვალით — შეარჩიეთ შესაბამისი და დაუწკაპუნეთ Run…Selection_U_Mkhedruli_To_U_Asomtavruli — მხედრულიდან ასომთავრულზე
Selection_U_Mkhedruli_To_U_Nuskhuri — მხედრულიდან ნუსხა-ხუცურზე
და სხვა… და ასე შემდეგ…


„ვორდის“ ტექსტში ერთეული ან რამდენიმე ასოს ჩასასმელად-შესაცვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზედა მენუ:Insert > Simbolგამოჩნდება დაფა ფონტის ყველა სიმბოლოს ჩვენებით (შეგიძლიათ ფონტი შეცვალოთ საჭიროზე).


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: