პ.გუგუშვილი: პოლიგრაფიული მრეწველობისა და მეცნიერული თარგმანის ზოგიერთი საკითხი

პაატა გუგუშვილი
ქართული სტამბის წიგნი 1629-1979
საქართველოსა და ამიერკავკასიის
ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში.
მონოგრაფიები, ტომი მეშვიდე.
თბილისი, „მეცნიერება”, 1984
გვ  782-796

4. პოლიგრაფიული მრეწველობისა და მეცნიერული თარგმანის ზოგიერთი საკითხი

ერთ სავსე სტრიქონში სასტამბო ნიშანთა რაოდენობა ქართულში საშუალოდ ერთით ნაკლებია, ხოლო 1 გვერდზე რუსულ სასტამბო ნიშანთა რაოდენობა (2226) ქართულზე (1768) მეტია 458 ნიშნით, რაც არსებითად 1 გვერდზე 8 სტრიქონით ნაკლები ქართული ტექსტი მოთავსების მიზეზითაა გამოწვეული.

ქართულში ერთ გვერდზე სტრიქონთა რაოდენობის სტანდარტული ნორმა არაა დაცული და სტრიქონები ერთმანეთს დაცილებულია (შპონით) უფრო მეტად ვინემ რუსულში.

აუცილებელია ქართულშიც გატარდეს სტანდარტი. კვადრატების მიხედვით სტრიქონთა და სტრიქონში ასონიშანთა რაოდენობის ზუსტი ნორმები, თორემ მეტად გახშირდა ე.წ. ფარღალალა გვერდები და მეტნაკლები ზომის არშიები.

ამ მხრივ, თუნდაც მხოლოდ ის ორი სტრიქონი, რაც ერთ გვერდზე (32-34) „თამაშობს”, ქართული გამოცემის მოცულობას შესამჩნევად ადიდებს.

ახლა ვიკითხოთ, თუ რა მიზეზითაა, რომ ქართული გამოცემა 1 გვერდზე რუსულთან შედარებით 8 სტრიქონით ნაკლებს იტევს. საქმე ისაა, რომ ერთისა და იმავე გარნიტურის კორპუსის რუსული (ლინოტიპური, მონოტიპური) სტრიქონის სისქე ( = ლიტერის სიმაღლე) უდრის 8 პუნქტს, ხოლო ქართულისა – 10 პუნქტს. შპონი რუსულს აქვს ერთიანიც, ხოლო ქართულს ორპუნქტიანი. ქართული სტრიქონის (+ შპონი) სისქე 12 პუნქტს შეადგენს და, ამგვარად, ერთ კვადრატში მხოლოდ 4 სტრიქონი ეტევა

შეიძლება თუ არა ამ ნაკლოვანების აცილება? ეს პოლიგრაფიული მრეწველობის, კერძოდ შრიფტის მეურნეობის ტექნიკური საკითხია.

ამ თვალსაზრისით უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართული გამოცემის 1 გვერდზე კორპუსის სტრიქონთა მაქსიმუმი (34) არსებული შრიფტის პირობებშიც, შპონის სისქის შემცირებით, შეიძლება გადიდდეს. მატრიცზე დაბეჭდილ გაზ. „კომუნისტში” ანალოგიურ ფართობზე 8,5 კვადრატზე) კორპუსის სწორედ იმდენივე (42) სტრიქონი ეტევა, რამდენიც ვ.ლენინის რუსულ გამოცემაშია.

დიდი ხანია რაც შრიფტის საქმეს, მაგალითად რუსეთში, სპეციალური სამეცნიერო დაწესებულებები სწავლობენ. ამასთანავე რუსულს თავისი გრაფიკული ნათესაობის მეოხებით ადვილად შეეძლო გამოეყენებინა ლათინური შრიფტის სრულქმნისათვის მოპოვებული მიღწევები.

ქართული ასოს წრეხაზოვნების გამო აქ სხვათა გამოცდილებით სარგებლობა გაძნელებულია, ქართული სტამბური შრიფტი ლაბორატორიულად ნაკლებადაა შესწავლილი, გარნიტურების სახით კეგელებზე მისი გამრავლება საკითხის ღრმა მეცნიერული შესწავლის გზით არ მიმდინარეობდა

მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით „ქართული შრიფტის კომიტეტმა” მისი სწავლული მდივნის ბენო გორდეზიანის ენერგიული მოღვაწეობის მეოხებით, მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა – ესაა ქართული შრიფტის ისტორიის შესწავლა, მისი სტანდარტის შემუშავება, ერთის ნაცვლად ოთხი ძირითადი გარნიტურის ჩამოყალიბება და სხვ.

ეკონომიურობის თვალსაზრისით საყურადღებოა შემუშავება ვიწრო გარნიტურისა, რაც ტევადობით შესაბამისი რუსული შრიფტის თანაბარია. ქართულში პირველად ჩნდება მთლიანი სახით (ციფრებით, ასო-ნიშნებით და სხვ.) შემუშავებული და დარგობრივი გამოცემებისათვის განკუთვნილი შრიფტები.

ჩვენმა გრაფიკოსებმა ქართული ანბანის ეკონომიურობის საკითხი უმნიშვნელოვანეს საქმედ უნდა მიიჩნიონ. მართალია, ზოგიერთი ასო, ყველაზე უფრო ლასი, „ზედმეტად” ფართოა, მაგრამ თუ ამ ერთადერთს გამოვრიცხავთ, გრაფემის მიხედვით ქართულ დ, ზ, რ, ო, უ, თ, შ, ჭ და ქანს, მაგალითად, რუსულში და ლათინურშიაც მოეპოვებათ ტოლი თანამოძმენი: д, ж, м, ф, ш, щ, ъ, ы, ю.

ამასთანავე, რაკი რუსულ სატექსტო შრიფტს უფრო დიდი მოხაზულობის მთავრულიც ამშვენებს, ცხადია, ერთი სტანდარტით აწყობილი ასონიშნების რაოდენობის მიხედვით ტოლი ქართული კორპუსის სტრიქონის სიგრძე (და სისქეც) რუსულისას მხოლოდ უმნიშვნელო ზომით შეიძლება სცილდებოდეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: