მხედრული მთავრულის სრულყოფისთვის

პრაქტიკა…

ზოგადად — ამჟამად მხედრულის მთავრული აქტიური არქიტექტონიკული განვითარების სტადიაშია. პატარა საქართველოში წლიურად რამდენიმე მხედრული ფონტი იქმნება რომელთაც ამ ფონტის საკუთარი მთავრული გააჩნია. მას მედია (გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია) სულ უფრო ფართოდ იყენებს მხედრულის მთავრულს (მათ შორის პრივატულ კორპორატიულ ფონტებშიც — რაც სულ ახალი მოვლენაა საქართველოსთვის) და ამდენად დიზაინერებისთვის ამ სარბიელზე საკმაო სამუშაო გაჩნდა — რათა მხედრულ ფონტს საკუთარი — განუმეორებელი, სპეციფიკური და განსხვავებული მთავრულის არქიტექტურა შეექმნას: ერთი მხრივ მხედრულისგან განსხვავებული მაგრამ/და ამავე დროს სწორედ ამ კონკრეტული მხედრული ფონტის შესაბამისი (მისი საკუთარი)… — ეს, რა თქმა უნდა შემოქმედებითი სამუშაოა — ნიჭია გამოსავლენი…

BPG აზრით, მთავრულს — იმის გარდა, რომ ხაზის სისქე უფრო სქელი სჭირდება და „თვალი“ შესამჩნევად მაღალი და დიდი უნდა ჰქონდეს — Baseline-იც უნდა (სასურველია) ოდნავ, ზომიერად ჩამოცდეს მხედრულისას და სასურველია Caps height – მხედრულის Ascender-ზე ოდნავ მაღალი იყოს (ლათინურში ტრადიციული და პირიქითი განსხვავებაა რიგითი ასოებისა და მთავრულების სიმაღლეში — მთავრულები უფრო დაბალია ! )…

მაგალითები:

11822317_927752120622305_7919605892625287103_n

11009958_927752117288972_3088112818535575337_n

გადატვირთვაhttps://app.box.com/s/l2kw5cl2ayh4diyf1ipu5i0dbv919mvs
აქ მოტანილი 4 ფონტი პრეფიქსით „01 PG“ საგანგებოდ მორგებულია წიგნისთვის „აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დღიურები და მოგონებები“, თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. ფონტები შეიცავს მხედრულსა და მხედრულის მთავრულს და გლიფს „და“ — ლათინურის @ და & ადგილას.

ტექსტების მაგალითები:

11825738_927753927288791_8957511372226270666_n

11796188_927753503955500_641128150601796673_n

დიზაინერულმა ნიჭმა, შემოქმედებითმა მიდგომამ მხედრულის მთავრულის შექმნის სამუშაო ისე უნდა წარმართოს, რომ მხედრულის მთავრული თან თვალსაჩინოდ, შესამჩნევად განსხვავდებოდეს მხედრულისგან და, თან — კონკრეტული ფონტის ზოგადი არქიტექტონიკული კონსტექტიდან ამოვარდნილი არ იყოს… — ნიჭი + შრომა + ცოდნა ამას შესძლებს…

დაბეჭდილი წიგნის მაგალითი:

One Response to მხედრული მთავრულის სრულყოფისთვის

  1. ლომისა says:

    ძალიან მომეწონა დღიურები…უაღრესად საინტერესო და სარგებლოა ასეთი დიდი ქართველი მეცნიერისა და მამლიშვილის მიერ დატოვებული ნაფიქრალის გაცნობა. ჩემთვის ბევრი რამ სასარგებლო ამოვიკითხე-დავიმახსოვრე და ახალგაზრდობას ვურჩევ გაეცნოს არა მხოლოდ მის დღიურებს არამედ მის მეცნიერულ მემკვიდრეობასაც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: