BPG-ს პირველი PC XT :)

ლამის 30 წლის წინ — მივიღე საქართველოში ერთ-ერთი პირველი (ათეულიდან) პერსონალური კომპიუტერი, ტაივანური PC  XT  — 1987 წ. IBM 5160; CPU: Intel 8088, 4.77MHz; RAM: 640K; HD: 20 MB. 5¼-inch ფლოპი დისკო 1.2 მბ. — „მაუსი“ არ ჰქონდა ☹

PC-ების პირველი ათეულიდან — 8 კომპიუტერის ქსელი (IBM, PC AT, VGA) ჰქონდა მინისტრთა საბჭოს (დახურულ-გასაიდუმლოებული) და ორი PC XT (RGB) მეცნიერებათა აკადემიას — აქედან ერთი ჩემს „ინფორმაციის ცენტრს“ (ფოტზეა).

1936115_1206977171215_6897444_n

პირველი საეკრანო ფონტები, ფონტების ჩასატვირთი მოდულის „.FON“ ბინარულ კოდში დავამზადე ბიტმაპ სახით ☺ — იმისთვის, რომ მომეძებნა საიდან იწყებოდა „.FON“ კოდში ასოების ბიტმაპი — ბინარული კოდის ედიტორით თითო-თითო ვცვლიდი კოდის ბიტებს (ამის მერე ყოველ ჯერზე მიწევდა კომპიუტერის გადატვირთვა) და ბოლოს… „A“ დამახინჯებულად გამოჩნდა ეკრანზე! — ვიპოვე საიდან იწყებოდა საკუთრივ ლათინური ასოები! მერე უჯრედებან ქაღალდზე ცხრილად დავხაზე ყოველი ასოს გამოსახულება ნოლიანები-ერთიანები და გადავიტანე ეს კომპიუტერის „.FON“ ბინარულ კოდში (უმეტესობა ლათინური „პატარა“ ასოების ადგილებზე და ზოგიც „დიდი“ ასოების ადგილებზე)… მართალია, გარკვეულ უხერხულობას ის ქმნიდა, რომ OS-ის ინგლისური სისტემური ტექსტებიც ქართული ასოებით იბეჭდებოდა☺

პირველი ტექსტი, რომელიც ფონტის გაწყობის შემდეგ დავბეჭდე — ესაა:

„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.“

ასე დაიბადა ერთი-ათას-ცხრაას-ოთხმოც-და-შვიდ წელს ქართული კომპიუტერული ფონტი და კომპიუტერული გამომცემლობა…

შემდგომ (1998 წ.), AT კომპიტერის მივიღე, რომელზეც ქართული უფრო იოლი ასასახი იყო.

ამ კომპიუტერზე (1987-88 წ.) შეიქმნა პირველი ქართული საეკრანო და საბეჭდი ფონტი — ChiWriter“ გრაფიკული ტექსტ-ედიტორისთვის. ქართული ასოები ლათინურზე იჯდა ზუსტად ისე, როგორც ეხლაც ზის ხოლმე… ამით (და ახალმიღებული PC AT-თი) 1988 წ. გამოიცა პირველი ქართული გაზეთი

cw-bpg-fonts

BPG ქართული საეკრანო (“.SFT”) და საბეჭდი (“.PFT”, “.LFT”) ფონტების დასტა ტექსტების მოსამზადებელი სისტემისთვის ChiWriter 1989 წ. — ფონტებში ქართული ასოები დალაგებულია ლათინურის ასოების ადგილას და შეესაბამება „კირილიკურ ქართულ“ კლავიატურას (რამდენადაც სსრკ-ში შემოტანილი კომპიუტერების უმეტესობას კირილიკური კლავიატურა ჰქონდა)… — „რ/ღ, ტ/თ“ (r/R, t/T) და სხვ. „შიფტით“ გადაირთვებოდა…

აქედან ერთი წლის თავზე უკვე ათობით კომპიუტერული წესით დამზადებული წიგნი დაიბეჭდა და კომპიუტერული გამომცემლობა ჩვეულ რამედ იქცა.

მანამდე მეინფრეიმებზე მუშაობს 10 წლიანი გამოცდილება — ЕС-1020-1022 და СМ-2

ur_31_12EC-Hall-disk.jpg
ЕС-1020-1022 (IBM System/360) — 10 მეგაბაიტიანი დისკოებით (დაბალი კარადებზე) ☺

images
СМ-2 (PDP)+

One Response to BPG-ს პირველი PC XT :)

  1. Pingback: პირველი ქართული „მაგიდის გამომცემლობა“ | BPG Georgian Fonts ფონტები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: