პირველი ქართული „მაგიდის გამომცემლობა“

პირველი ქართული „მაგიდის გამომცემლობა“ — „Desktop publishing system“ შეიქმნა BPG-InfoTech მიერ 1987-1989 წწ. — პროგრამა „ChiWriter“ მეშვეობით, კომპიუტერებზე PC XT-AT.

„ChiWriter“-ს თავისი ასოებისთვის შეეძლო მხოლოდ ASCII ცხრილის ქვედა ზონის სიმბოლოების (ანუ ლათინური ასოების) გამოყენება და ამიტომ ქართული ასოები ლათინური სიმბოლოების ადგილას დალაგდა.

გარკვეული დილემმა შეიქნა კლავიტურის გაწყობაზე ასოების დალაგების მორგება. ჯერ ერთი, რომ იმ პერიოდში სსრკ-ში შემოტანილი კომპიუტერების უდიდეს ნაწილს რუსული (კირილიკური) კლავიატურა ჰქონდა; და — მეორეც, იმიტომ, რომ „მემანქანეების“ ანუ მბეჭდავების/თაპისტების უმეტესობა (რომლებსაც თბილისის ტექნიკუმი ამზადებდა) გაწვრთნილი და დახელოვნებული იყო რუსული და ქართული ხელით საბეჭდი მანქანების კლავიატურების გამოყენებაში — და მათს ხარისხობრივად გადამზადებას ლათინური კლავიატურისთვის რესურსები არსებითი ხარჯვა დასჭირდებოდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტექნიკუმ დამთავრებული მბეჭდავები მიჩვეულები იყვნენ „ბრმა ბეჭდვას“ — ანუ არც კლავიატურას უყურებდნენ და არც დისპლეის (რამდენიმე ეკრანს საერთოდ გამორთავდა რათა „თვალებში არ ეჭყიტინებინა“) არამედ მხოლოდ დასაბეჭდ დედანს (ხელნაწერს) — ამათთვის კლავიატურის ნაცნობი გაწყობა შრომის მწარმოებლურობის მთავარი ფაქტორი იყო…

ზემორე გარემოებებიდან გამომდინარე ქართული ასოები დალაგდა (თაიპისტებისთვის ნაცნობი) კირილიკური კლავიატურის შესაბამისად. ასოების ნაწილი „შიფტზე“ დაჭერით იბეჭდებოდა ანუ ზოგი ღილაკი ორ ასოს ემსახურებოდა:

cyrillic_geo

კლავიატურის ამ გაწყობით ტექნიკუმ დამთავრებული დახელოვნებული მბეჭდავები საათში 15-20 გვერდს ბეჭდავდნენ (დღიურად 70-90 გვერდამდე) — რაც იმ დროს კომპიუტერების სიძვირიდან გამომდინარე კომპიუტერების მისაღები ექსპლუატაციის დონეს უზრუნველყოფდა.

ქართული ასოების წყობა „BPGN1.SFT“ ფონტში ASCII ცხრილის შესაბამისად ასე გამოიყურებოდა (ChiWriter-ის ფონტების აგების ქვეპროგრამა „FD.EXE“):

clipboard03-650

ChiWriter პროგრამაში (იხ. ქვემოთ) „BPGN2.SFT“ ფონტით კლავიშების მიმდევრობითი ბეჭდვა რიგების შესაბამისად ასეთ სურათს გვაძლევს:

clipboard02-650

ChiWriter-ის დახმარებით მოხერხდა პირველი კომპიუტერზე ნაბეჭდი ქართული გაზეთის პუბლიკაცია 1988 წელს.

ChiWriter-ისა და BPG ფონტების დახმარებით ზ.გამსახურდიას დევნილი ხელისუფლება პარიზში გამოსცემდა ჟურნალს „გუშაგი“:

gushagi_1-650

gushagi_2-650

cw-bpg-fonts

BPG ქართული საეკრანო (“.SFT”) და საბეჭდი (“.PFT”, “.LFT”) ფონტების დასტა ტექსტების მოსამზადებელი სისტემისთვის ChiWriter 1989 წ. — ფონტებში ქართული ასოები დალაგებულია ლათინურის ასოების ადგილას და შეესაბამება „კირილიკურ ქართულ“ კლავიატურას (რამდენადაც სსრკ-ში შემოტანილი კომპიუტერების უმეტესობას კირილიკური კლავიატურა ჰქონდა)… — „რ/ღ, ტ/თ“ (r/R, t/T) და სხვ. „შიფტით“ გადაირთვებოდა…

ChiWriter და BPG ფონტები — გადატვირთვა:
https://app.box.com/s/bf4pukmdpxzhk1hsxx9n73nbxklqi4fw

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: