მხედრულის მთავრულის შექმნა

მხედრულის მთავრულის შექმნის შესახებ საყრდენ ცნობას გვაძლევს ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომი — Такайшвили, Е. Описание рукописей “Общества распространения грамотности среди грузинского населения” (Т.II : Вып. III), Тифлис, 1908.

tak-1

ამ ნაშრომის 410 გვერდზე ე.თაყაიშვილი დაწვრილებით განიხილავს (რუსულად) ერთ-ერთ ხელნაწერს, დაწერილს მოსკოვში 1728 წელს მროველი (რუისის) ეპისკოპოსის ნიკოლოზ ორბელიანის მიერ (რომელიც შემდგომ თბილისის მიტროპოლიტი იყო — „ნიკოლოზ ტფილელი“).

ე.თაყაიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს ხელნაწერი შეიცავს „შესანიშნავად შესრულებულ“ მხედრულის მთავრულ ასოებს (დაწყებული  ხელნაწერის 265-ე გვერდიდან, 275 გვერდის ჩათვლით). ანუ — ათ გვერდზეა დაწერილი მხედრულის მთავრული ასოებით ასოთა სახელები…

ამასთანვე — ე.თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ მხედრულის მთავრული ასოებით დაწერილია ასოების სახელები (მთელი სიტყვები) „ან“, „ბან“, „გან“ და ასე შემდეგ.

ე.თაყაიშვილს აქვე მოტანილი აქვს ამონარიდი ნიკოლოზ თბილელის ტექსტიდან (ხელნაწერის გვ. 274) — „მხედრული ასო მთავრული ძველითგან არ ყოფილ არს: აწ მე გავაკეთე. თუ ვისმე ნებავს ამის გვარის მიცემა, შემინდვია: ჩემი მოგონილია“.

ანუ — მხედრულის მთავრულის პირველი „გამკეთებელი“, „მომგონი“ შთამომავლებს თხოვს მას ეს ღვაწლი არ დაუკარგონ (და, თუ ვინმე საავტორო უფლებას წაართმევს, იმას წინასწარ შეუნდობს)…

tak-2

ე.თაყაიშვილის ამ ნაშრომს ეყრდნობა ივ.ჯავახიშვილიც, როდესაც მხედრული მთავრულის შექმნას განიხილავს:

jav

თუმცა, აქვე ჩანს, რომ ივ.ჯავახიშვილს არ მიეცა საშუალება თვით შეესწავლა ნიკოლოზ ტფილელის ხელნაწერი…

archive

ნიკოლოზ ორბელიანი. კალიგრაფიული წერის ნიმუშები. — 1728. // ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. S-303. — გვ. 257-275

  1. ნიკოლოზ ორბელიანი, კალიგრაფიული წერის ნიმუშები, 1728 წ., ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S-303
  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექციისა, ტ. I, თბილისი, 1959, გვ. 355-356

როგორც ე.თაყაიშვილი და ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავენ, რომ ნ.ტფილელს მხედრულის მთავრული (როგორც იქვე ხუცური ასომთავრული) მონოგრამებად („დაქსელილად“, „თხზულად“) აქვს დახატული. კერძოდ, რომ მონოგრამები „ჩაწნული“ სახითაა.

როგორც ხუცურის, ასევე მხედრული ასოების სახელების მოგოგრამები ერთნაირ გრაფიკულ ჩარჩოშიია მოყვანილი (უნიფიცირებული სახე აქვთ), რომელიც შედგება ვერტიკალური სტრუქტურებისგან, რომელსაც ხშირად შუაწელში ოვალი(ები) არტყია. ასეთი ოვალების სახით გამოიყენება როგორც ხუცურის, აგრეთვე მხედრულის შესაბამისი მოყვანილობის ასოები: ა, ი, თ, ო…

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ზუცური მთავრულით შესრულებული მონოგრამა ტფილელის სახელით „ნიკოლოზ“ — რომელიც ყველაზე სრულად ასახავს ავტორისეული მონოგრამების სივრცობრივი  სტრუქტურის ჩანაფიქრს:
Scanned Image

Scanned Image

ნიკოლოზ თბილელის ანდერძი: „მხედრული ასო მთავრული ძველითგან არ ყოფილ არს: აწ მე გავაკეთე. თუ ვისმე ნებავს ამის გვარის მიცემა, შემინდვია: ჩემი მოგონილია“. ხელნაწერის გვ. 274

 

16388059_2051247588435233_7195879462823114143_n

მხედრული მთავრულის არქიტექტონიკა ვ.ტატიშვილის „ჩართულ ანბანში“, 1894

16406783_2051063891786936_1030273997230104029_n

მხედრული მთავრულის გრაფემების მოდელის ევოლუციური გენეზისის საკითხისთვის. მოტანილ მონოგრამის სურათზე გამოყოფილი ასოები 1. სავსებით აკმაყოფილებს CAPITALS ფუნდამენტურ მოთხოვნებს, ანუ — ყველა ასო ერთ საბაზისო ხაზზეა და ერთი სიმაღლისაა… 2. სწორედ ეს „მთავრული“ ასოები წარმოადგენენ მონოგრამის ვიზუალურ დიზაინერულ ბაზისს — ღერძს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: