იყო თუ არა ხუცური დამწერლობა ბიკამერული?

ფართოდ გავრცელებულია მცდარი, გაყალბებული წარმოდგენა თითქოს, ოდესღაც, ხელნაწერთა ეპოქაში:

  1. „ასომთავრული“ „ნუსხა-ხუცურთან“ ერთად ტექსტის სხეულში, ტექსტის შიგნით ბიკამერული დამწერლობის წესებით გამოიყენებოდა — დაახლოებით ისევე, როგორც ლათინურშია (წინადადებების დასაწყისში, საკუთარი სახელებისთვის და ა.შ.)
  2. რომ, თუ ასომთავრული ნუსხა-ხუცურთან ერთად გამოიყენებოდა — მისი ზომები იგივე წესებს შეესაბამებოდა, როგორც ლათინურში Caps ზომებია და საბაზისო ხაზზე „იჯდა“

BPG კვლევით მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ — ძალზე იშვიათად, თუ კი ასომთავრული ნუსხა-ხუცურთან ერთად წინადადებაში გამოიყენებოდა — მისი ზომები არასდროს არ შეესაბამებოდა ლათინური Caps ზომებისა და საბაზისო ხაზზე გაადგილების წესს და ასომთავრული პრაქტიკულად არასდროს არ გამოიყენებოდა წინადადებების, საკუთარი სახელებისა და ა.შ. კაპიტალიზაციისთვის — რაც ბიკამერული დამწერლობის მახასიათებელია…

ასომთავრულისა და ნუსხა-ხუცურის ტექსტში ერთობლივი გამოყენების იშვიათი, გამონაკლისის ხასიათის მაგალითები:

scanimage71

Read more of this post

Mkhedruli Mtavruli Typography: Supply and Demand Model in Action

Western cultural and civilizational influence in Georgia started to rise rapidly from 17-th century, after Ottoman and Iran empires found to be collapsing and Western influence raised in Near East. Westernization of Georgia speeded especially after incorporation into Russian Empire. This influence not only affected dressing (costume), Opera, Russian or European University diplomas and spreading of Russian or French (“aristocratic”) languages.

Georgian intellectuals eyes become conventional to Western kind of typography, which (contrary to arabic scripture which was “lingua franca” for centuries in Georgia) was intensively using CAPITAL letters for headers, sentence and names capitalization, etc.

Actually, immediately after establishing typographies which were serving Georgian mass media, literacy and administration — there was born DEMAND for Western kind of capitalization of texts. But dilemma was that till 1864 there were not casted capital letters for common Mkhedruli scripture.

First time, handwritten Mkhedruli Mtavruli (Caps) were designed as early as 1728 by Nikoloz Tfileli

But DEMAND was working and typographies started to use “palliative” method — they started to use upsized Mkhedruli letters instead of real capitals. This way Mkhedruli Mtavruli letters were “simulated, imitated, emulated“…

In some cases “imitated” Mkhedruli Mtavruli letters were also placed up or down of baseline — to look more like real Mtavruli (Caps).

Here are presented some examples of Mkhedruli Mtavruli “imitated” by demand, started as early as 1801 and actually till real Mkhedruli Mtavruli types were casted.

an-bani-06

an-bani-03

“Imitated” Mkhedruli Mtavruli below base line

 

Read more of this post

მხედრულის მთავრულის შექმნა

მხედრულის მთავრულის შექმნის შესახებ საყრდენ ცნობას გვაძლევს ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომი — Такайшвили, Е. Описание рукописей “Общества распространения грамотности среди грузинского населения” (Т.II : Вып. III), Тифлис, 1908.

tak-1

ამ ნაშრომის 410 გვერდზე ე.თაყაიშვილი დაწვრილებით განიხილავს (რუსულად) ერთ-ერთ ხელნაწერს, დაწერილს მოსკოვში 1728 წელს მროველი (რუისის) ეპისკოპოსის ნიკოლოზ ორბელიანის მიერ (რომელიც შემდგომ თბილისის მიტროპოლიტი იყო — „ნიკოლოზ ტფილელი“).

ე.თაყაიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს ხელნაწერი შეიცავს „შესანიშნავად შესრულებულ“ მხედრულის მთავრულ ასოებს (დაწყებული  ხელნაწერის 265-ე გვერდიდან, 275 გვერდის ჩათვლით). ანუ — ათ გვერდზეა დაწერილი მხედრულის მთავრული ასოებით ასოთა სახელები…

ამასთანვე — ე.თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ მხედრულის მთავრული ასოებით დაწერილია ასოების სახელები (მთელი სიტყვები) „ან“, „ბან“, „გან“ და ასე შემდეგ.

ე.თაყაიშვილს აქვე მოტანილი აქვს ამონარიდი ნიკოლოზ თბილელის ტექსტიდან (ხელნაწერის გვ. 274) — „მხედრული ასო მთავრული ძველითგან არ ყოფილ არს: აწ მე გავაკეთე. თუ ვისმე ნებავს ამის გვარის მიცემა, შემინდვია: ჩემი მოგონილია“.

ანუ — მხედრულის მთავრულის პირველი „გამკეთებელი“, „მომგონი“ შთამომავლებს თხოვს მას ეს ღვაწლი არ დაუკარგონ (და, თუ ვინმე საავტორო უფლებას წაართმევს, იმას წინასწარ შეუნდობს)…

tak-2

ე.თაყაიშვილის ამ ნაშრომს ეყრდნობა ივ.ჯავახიშვილიც, როდესაც მხედრული მთავრულის შექმნას განიხილავს:

jav

თუმცა, აქვე ჩანს, რომ ივ.ჯავახიშვილს არ მიეცა საშუალება თვით შეესწავლა ნიკოლოზ ტფილელის ხელნაწერი…

archive

ნიკოლოზ ორბელიანი. კალიგრაფიული წერის ნიმუშები. — 1728. // ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. S-303. — გვ. 257-275

  1. ნიკოლოზ ორბელიანი, კალიგრაფიული წერის ნიმუშები, 1728 წ., ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S-303
  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექციისა, ტ. I, თბილისი, 1959, გვ. 355-356

Read more of this post

პირველი ქართული „მაგიდის გამომცემლობა“

პირველი ქართული „მაგიდის გამომცემლობა“ — „Desktop publishing system“ შეიქმნა BPG-InfoTech მიერ 1987-1989 წწ. — პროგრამა „ChiWriter“ მეშვეობით, კომპიუტერებზე PC XT-AT.

„ChiWriter“-ს თავისი ასოებისთვის შეეძლო მხოლოდ ASCII ცხრილის ქვედა ზონის სიმბოლოების (ანუ ლათინური ასოების) გამოყენება და ამიტომ ქართული ასოები ლათინური სიმბოლოების ადგილას დალაგდა.

გარკვეული დილემმა შეიქნა კლავიტურის გაწყობაზე ასოების დალაგების მორგება. ჯერ ერთი, რომ იმ პერიოდში სსრკ-ში შემოტანილი კომპიუტერების უდიდეს ნაწილს რუსული (კირილიკური) კლავიატურა ჰქონდა; და — მეორეც, იმიტომ, რომ „მემანქანეების“ ანუ მბეჭდავების/თაპისტების უმეტესობა (რომლებსაც თბილისის ტექნიკუმი ამზადებდა) გაწვრთნილი და დახელოვნებული იყო რუსული და ქართული ხელით საბეჭდი მანქანების კლავიატურების გამოყენებაში — და მათს ხარისხობრივად გადამზადებას ლათინური კლავიატურისთვის რესურსები არსებითი ხარჯვა დასჭირდებოდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტექნიკუმ დამთავრებული მბეჭდავები მიჩვეულები იყვნენ „ბრმა ბეჭდვას“ — ანუ არც კლავიატურას უყურებდნენ და არც დისპლეის (რამდენიმე ეკრანს საერთოდ გამორთავდა რათა „თვალებში არ ეჭყიტინებინა“) არამედ მხოლოდ დასაბეჭდ დედანს (ხელნაწერს) — ამათთვის კლავიატურის ნაცნობი გაწყობა შრომის მწარმოებლურობის მთავარი ფაქტორი იყო…

ზემორე გარემოებებიდან გამომდინარე ქართული ასოები დალაგდა (თაიპისტებისთვის ნაცნობი) კირილიკური კლავიატურის შესაბამისად. ასოების ნაწილი „შიფტზე“ დაჭერით იბეჭდებოდა ანუ ზოგი ღილაკი ორ ასოს ემსახურებოდა:

cyrillic_geo

კლავიატურის ამ გაწყობით ტექნიკუმ დამთავრებული დახელოვნებული მბეჭდავები საათში 15-20 გვერდს ბეჭდავდნენ (დღიურად 70-90 გვერდამდე) — რაც იმ დროს კომპიუტერების სიძვირიდან გამომდინარე კომპიუტერების მისაღები ექსპლუატაციის დონეს უზრუნველყოფდა.

ქართული ასოების წყობა „BPGN1.SFT“ ფონტში ASCII ცხრილის შესაბამისად ასე გამოიყურებოდა (ChiWriter-ის ფონტების აგების ქვეპროგრამა „FD.EXE“):

clipboard03-650

ChiWriter პროგრამაში (იხ. ქვემოთ) „BPGN2.SFT“ ფონტით კლავიშების მიმდევრობითი ბეჭდვა რიგების შესაბამისად ასეთ სურათს გვაძლევს:

clipboard02-650

Read more of this post

ისტორია: საეკრანო ფონტები 1986-87

იმისათვის, რათა „Windows 3.1“ და მერე „Windows 95“ აესახათ ეკრანზე ქართული ასოები BPG-InfoTech-მა შექმნა შესაბამისი საეკრანო „.FON“ ფონტები:

fixsys1

და

sysvar1

ეს ფონტები უნდა ასახულიყო Windows-ის სისტემის საინიციალიზაციო ფაილში SYSTEM.INI:
[boot]
fixedfon.fon=BPGFXSYS.FON
fonts.fon=BPGSYS_V.FON

System Variable და System Fixed ფონტების სახით, მცირე შესწორებებით, კონვერტირებული იქნა 1987-1988 წლებში InfoTech-ის მიერ MS DOS გარემოსათვის შექმნილი ბიტმაპი ფონტები.

წყარო:
http://www.geocities.ws/bpgfonts/bpg_system.html

პაატა გუგუშვილი კომპიუტერულ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე

Paata Gugushvili about computerized informational technologies.

წიგნიდან:ქართული სტამბის წიგნი. “საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში”. მონოგრაფიები. ტ. 7.  თბ., მეცნიერება, 1984. 896 გვ.
Georgian Printed Book. “Economic Development of Georgia and Transcaucasia in 19th-20th Centuries”. Vol.7. Tbilisi, Mecniereba, 1984, 896 pages.

scanimage59

Computers, mainframes, personal computers, data exchange.

Read more of this post

ფონტი “BPG Khutsuri 21 Century”

ფონტი “BPG Khutsuri 21 Century” შექმნილია მრავალი ხელნაწერისა და არსებული ნუსხა-ხუცური შრიფტების ღრმა, კრიტიკული ფონტოგრაფიული შესწავლის შედეგად. ასოების მოხაზულობა და არქიტექტონიკა გათანამედროვებულია და ”Arial”/”Helvetica” ტიპისაა. ფონტი ორი სახისაა — დახრილი და გამართული.

ყველა ასო დაყვანილია ნუსხა-ხუცურისთვის ტიპობრივ და ერნაირ კუთხოვან მოყვანილობამდე და  მაქსიმალურად გამარტივებულია, მინიმალისტურია და კონკრეტული ასოსთვის დამახასიათებელ მხოლოდ ბაზურ, ძირითად ელემენტებს ასახავს. ჩამოშორებულია ყოველგვარი „შერიფები“ და ორნამენტები. ამასთან, საგანგებო ყურადღება მიექცა მსგავსი მოხაზულობისა და არქიტექტონიკის ასოების განმასხვავებელ ელემენტებს —კითხვადობის გასამარტივებლად.

web-21-century-02

Read more of this post

%d bloggers like this: