ფონტი “BPG Classic Black”

ფონტი “BPG Classic New“-ის მუქი ვერსიაა.

bpg-classic-black

გადატვირთვა:
https://app.box.com/s/u5wxjvtndh9njhdoau8k2lx7mu6etl6n

Copyright notice ©: Fonts presented here are “Free for noncommercial use”, for commercial usage contact email: besarioni@gmail.com

მხედრულის მთავრულის შექმნა

მხედრულის მთავრულის შექმნის შესახებ საყრდენ ცნობას გვაძლევს ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომი — Такайшвили, Е. Описание рукописей “Общества распространения грамотности среди грузинского населения” (Т.II : Вып. III), Тифлис, 1908.

tak-1

ამ ნაშრომის 410 გვერდზე ე.თაყაიშვილი დაწვრილებით განიხილავს (რუსულად) ერთ-ერთ ხელნაწერს, დაწერილს მოსკოვში 1728 წელს მროველი (რუისის) ეპისკოპოსის ნიკოლოზ ორბელიანის მიერ (რომელიც შემდგომ თბილისის მიტროპოლიტი იყო — „ნიკოლოზ ტფილელი“).

ე.თაყაიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს ხელნაწერი შეიცავს „შესანიშნავად შესრულებულ“ მხედრულის მთავრულ ასოებს (დაწყებული  ხელნაწერის 265-ე გვერდიდან, 275 გვერდის ჩათვლით). ანუ — ათ გვერდზეა დაწერილი მხედრულის მთავრული ასოებით ასოთა სახელები…

ამასთანვე — ე.თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ მხედრულის მთავრული ასოებით დაწერილია ასოების სახელები (მთელი სიტყვები) „ან“, „ბან“, „გან“ და ასე შემდეგ.

ე.თაყაიშვილს აქვე მოტანილი აქვს ამონარიდი ნიკოლოზ თბილელის ტექსტიდან (ხელნაწერის გვ. 274) — „მხედრული ასო მთავრული ძველითგან არ ყოფილ არს: აწ მე გავაკეთე. თუ ვისმე ნებავს ამის გვარის მიცემა, შემინდვია: ჩემი მოგონილია“.

ანუ — მხედრულის მთავრულის პირველი „გამკეთებელი“, „მომგონი“ შთამომავლებს თხოვს მას ეს ღვაწლი არ დაუკარგონ (და, თუ ვინმე საავტორო უფლებას წაართმევს, იმას წინასწარ შეუნდობს)…

tak-2

ე.თაყაიშვილის ამ ნაშრომს ეყრდნობა ივ.ჯავახიშვილიც, როდესაც მხედრული მთავრულის შექმნას განიხილავს:

jav

თუმცა, აქვე ჩანს, რომ ივ.ჯავახიშვილს არ მიეცა საშუალება თვით შეესწავლა ნიკოლოზ ტფილელის ხელნაწერი…

archive

ნიკოლოზ ორბელიანი. კალიგრაფიული წერის ნიმუშები. — 1728. // ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. S-303. — გვ. 257-275

  1. ნიკოლოზ ორბელიანი, კალიგრაფიული წერის ნიმუშები, 1728 წ., ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S-303
  2. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექციისა, ტ. I, თბილისი, 1959, გვ. 355-356

Read more of this post

ფონტი “BPG Paata Caps Black”

ფონტი “BPG Paata Caps Black” ფონტის “BPG Paata New” მთავრული ასოების მუქი ვერსიაა.

bpg-paata-caps-black

გადატვირთვა:
https://app.box.com/s/4vrf80uaok8illvr9qgmlc39olmeepfy

Copyright notice ©: Fonts presented here are “Free for noncommercial use”, for commercial usage contact email: besarioni@gmail.com

პირველი ქართული „მაგიდის გამომცემლობა“

პირველი ქართული „მაგიდის გამომცემლობა“ — „Desktop publishing system“ შეიქმნა BPG-InfoTech მიერ 1987-1989 წწ. — პროგრამა „ChiWriter“ მეშვეობით, კომპიუტერებზე PC XT-AT.

„ChiWriter“-ს თავისი ასოებისთვის შეეძლო მხოლოდ ASCII ცხრილის ქვედა ზონის სიმბოლოების (ანუ ლათინური ასოების) გამოყენება და ამიტომ ქართული ასოები ლათინური სიმბოლოების ადგილას დალაგდა.

გარკვეული დილემმა შეიქნა კლავიტურის გაწყობაზე ასოების დალაგების მორგება. ჯერ ერთი, რომ იმ პერიოდში სსრკ-ში შემოტანილი კომპიუტერების უდიდეს ნაწილს რუსული (კირილიკური) კლავიატურა ჰქონდა; და — მეორეც, იმიტომ, რომ „მემანქანეების“ ანუ მბეჭდავების/თაპისტების უმეტესობა (რომლებსაც თბილისის ტექნიკუმი ამზადებდა) გაწვრთნილი და დახელოვნებული იყო რუსული და ქართული ხელით საბეჭდი მანქანების კლავიატურების გამოყენებაში — და მათს ხარისხობრივად გადამზადებას ლათინური კლავიატურისთვის რესურსები არსებითი ხარჯვა დასჭირდებოდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტექნიკუმ დამთავრებული მბეჭდავები მიჩვეულები იყვნენ „ბრმა ბეჭდვას“ — ანუ არც კლავიატურას უყურებდნენ და არც დისპლეის (რამდენიმე ეკრანს საერთოდ გამორთავდა რათა „თვალებში არ ეჭყიტინებინა“) არამედ მხოლოდ დასაბეჭდ დედანს (ხელნაწერს) — ამათთვის კლავიატურის ნაცნობი გაწყობა შრომის მწარმოებლურობის მთავარი ფაქტორი იყო…

ზემორე გარემოებებიდან გამომდინარე ქართული ასოები დალაგდა (თაიპისტებისთვის ნაცნობი) კირილიკური კლავიატურის შესაბამისად. ასოების ნაწილი „შიფტზე“ დაჭერით იბეჭდებოდა ანუ ზოგი ღილაკი ორ ასოს ემსახურებოდა:

cyrillic_geo

კლავიატურის ამ გაწყობით ტექნიკუმ დამთავრებული დახელოვნებული მბეჭდავები საათში 15-20 გვერდს ბეჭდავდნენ (დღიურად 70-90 გვერდამდე) — რაც იმ დროს კომპიუტერების სიძვირიდან გამომდინარე კომპიუტერების მისაღები ექსპლუატაციის დონეს უზრუნველყოფდა.

ქართული ასოების წყობა „BPGN1.SFT“ ფონტში ASCII ცხრილის შესაბამისად ასე გამოიყურებოდა (ChiWriter-ის ფონტების აგების ქვეპროგრამა „FD.EXE“):

clipboard03-650

ChiWriter პროგრამაში (იხ. ქვემოთ) „BPGN2.SFT“ ფონტით კლავიშების მიმდევრობითი ბეჭდვა რიგების შესაბამისად ასეთ სურათს გვაძლევს:

clipboard02-650

Read more of this post

ისტორია: საეკრანო ფონტები 1986-87

იმისათვის, რათა „Windows 3.1“ და მერე „Windows 95“ აესახათ ეკრანზე ქართული ასოები BPG-InfoTech-მა შექმნა შესაბამისი საეკრანო „.FON“ ფონტები:

fixsys1

და

sysvar1

ეს ფონტები უნდა ასახულიყო Windows-ის სისტემის საინიციალიზაციო ფაილში SYSTEM.INI:
[boot]
fixedfon.fon=BPGFXSYS.FON
fonts.fon=BPGSYS_V.FON

System Variable და System Fixed ფონტების სახით, მცირე შესწორებებით, კონვერტირებული იქნა 1987-1988 წლებში InfoTech-ის მიერ MS DOS გარემოსათვის შექმნილი ბიტმაპი ფონტები.

წყარო:
http://www.geocities.ws/bpgfonts/bpg_system.html

ლათინურზე დალაგებული ნუსხური კლავიატურა

ხუცურის (ასომთავრულის და ნუცხა-ხუცურის) კლავიატურის გაწყობა იმათთვის, ვინც მიჩვეულია ლათინიზებულ გაწყობას…

layoutzzz

გადატვირთვა:
https://app.box.com/s/vxl7dynpm4rceej7olhefqm87yzt0t1l

პაატა გუგუშვილი კომპიუტერულ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე

Paata Gugushvili about computerized informational technologies.

წიგნიდან:ქართული სტამბის წიგნი. “საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში”. მონოგრაფიები. ტ. 7.  თბ., მეცნიერება, 1984. 896 გვ.
Georgian Printed Book. “Economic Development of Georgia and Transcaucasia in 19th-20th Centuries”. Vol.7. Tbilisi, Mecniereba, 1984, 896 pages.

scanimage59

Computers, mainframes, personal computers, data exchange.

Read more of this post

%d bloggers like this: